ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

აუდიტის სამსახურმა თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

13:34 - 18 მარტი 2018 hits 10324

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“, - აღნიშნულია ვაშინგტონის უნივერსიტეტის 2016 წლის საერთაშორისო კვლევაში. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111- ადგილს იკავებს.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს მთლიანი გაფრქვევების 71%-. ქვეყანაში არსებული ავტომანქანების 37% თავმოყრილია თბილისში. ამასთან, დედაქალაქში როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტომანქანების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა. 

შემოწმების პროცესში აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა მთელი რიგი სხვა დარღვევები და ხარვეზებიც: 

  • 2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 76%-ს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია - 2016 წელს დაჯარიმებულია მხოლოდ 13.6%. 
  • პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგები სისტემაში ოპერატორის მიერ აისახებოდა მექანიკურად, რაც ზრდიდა მონაცემთა არასწორად ასახვის რისკს. 
  • პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან არ ჰქონდა წვდომა საპატრულო პოლიციის სამსახურს. შესაბამისად, იგი არ იყო ინფორმირებული, თუ რომელ ავტომანქანებს არ აქვთ გავლილი სავალდებულო შემოწმება. 
  • მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. 
  • 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში - 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია. 
  • ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივი დონე ქალაქის მასშტაბით, აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]