ივნისი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

ჰაერის დაბინძურებით თბილისი ევროპაში მესამე ადგილზეა

15:15 - 05 მაისი 2018 hits 830

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოს მრავალ რეგიონში სახიფათოდ მაღალია. კვლევით დადგინდა, რომ 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, ყოველწლიურად კი თითქმის 7 მილიონამდე ადამიანი იღუპება მყარი ნაწილაკებით გაჯერებული ჰაერის სუნთქვის გამო.

„ევრონიუსის“ ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურების მხრივ 4 300 ქალაქის და 108 ქვეყნის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქების უმრავლესობაში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი შეწონილი ნაწილაკების (PM10 და PM2,5) კონცენტრაცია რეკომენდირებულ ნორმაზე (ევროპული სტანდარტი არის 25 მკგ/მ3) მეტია. ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მაკედონიის დედაქალაქ სკოპიესა და საქართველოს დედაქალაქ თბილისშია. ტალინში, სტოკჰოლმსა და დუბლინში კი ჰაერი ყველაზე ნაკლებად არის დაბინძურებული.

სპეციალისტების განცხადებით, მყარი ნაწილაკები ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაში ღრმად აღწევენ და იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინსულტი, გულის დაავადებები, ფილტვების კიბო და პნევმონია.

თბილისში ჰაერში უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკების - PM10-ის კონცენტრაცია 55 მკგ/მ3-ს შეადგენს, ანკარაში - 77 მკგ/მ3-ს, ხოლო მაკედონიაში 76 მიკროგრამს კუბურ მეტრ ჰაერში. PM2,5-ის კონცენტრაცია თბილისში 29 მკგ/მ3-ია, ანკარაში - 27 მკგ/მ3, სკოპიეში კი 45 მკგ/მ3.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალო წლიურ მაჩვენებლებამდე დაიყვანონ, რაც PM10-ის შემთხვევაში 20 მკგ/მ3-ია, PM2,5-ის შემთხვევაში კი 10 მკგ/მ3.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]