ივნისი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

ხე-ტყის უკანონო ჭრაზე ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

13:43 - 11 მაისი 2018 hits 2900

სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებში ხე-მცენარეების უკანონო მოჭრისთვის დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, მოხდება სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული ხე-ტყის კონფისკაციაც.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლებელია მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, – 500 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 200-დან 400 ლარამდე ჯარიმისა

დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება 1 500 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოიწვევს (ნაცვლად 400-დან 500 ლარამდე ჯარიმისა), ხოლო იგივე ქმედების ჩადენა სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, ანდა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, – 2 000 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 500-დან 600 ლარამდე ჯარიმისა

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სათანადო დოკუმენტების გარეშე ხე-ტყის დამზადება ან ლიცენზიის გარეშე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირი 2000 ლარით დაჯარიმდება. 

ამასთან, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაცია, ესე იგი სასყიდლის გარეშე ჩამორთმევა.

 

მსგავსი თემა:

სახერხი საამქროს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა პატიმრობით დაისჯება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]