აგვისტო 18, 2018
weather cur airplane horoscope tv

ცაგერში კიდევ ერთი დათვის ბელი იპოვეს

11:05 - 17 მაისი 2018 hits 409

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცაგერში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს. წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის ბელი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ადგილობრივმა იპოვა და გარემოსდამცველებს შეატყობინა.

„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა მითითებულ ადგილზე დაახლოებით 2 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელი იპოვეს. ბელს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებოდა. მისი ასაკიდან გამომდინარე, ბელის ველურ ბუნებაში გაშვება მიზანშეწონილი არ იყო“, - განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებს და მას შემდეგ, რაც მიბარებული დათვის ბელი მზად იქნება, ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში დათვის ბელები დაახლოებით ორი კვირის წინაც იპოვეს და თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]