ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაცია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

11:53 - 22 ივნისი 2018 hits 142

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაცია 10 ათასი ლარით დააჯარიმა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტში 10-მდე დარღვევა გამოვლინდა.

„საწარმოს ჩამდინარე წყლების არინების სისტემის პროექტი უნდა ჰქონოდა, რაც არ არის შესრულებული. მხოლოდ მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნავმისადგომზეა ეს განხორციელებული. ასევე გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა დაკისრებული როგორც თავის ჩამდინარე წყლის მონიტორინგთან, ასევე ზღვის აკვატორიის წყლის მონიტორინგთან. ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე გაცემული იყო რკინიგზის მონარეცხი წყლებისთვის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის პირობებიც იქნა შემოწმებული, იქაც დაფიქსირდა დარღვევები“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია გარემოსდაცვითი ზედამხედეველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის ნატო დავითაძის კომენტარს.

თვენახევრის წინ პორტში ინსპექტირების სამსახურის შესვლა გოგირდის გრანულების ღია ცის ქვეშ გადატვირთვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, რაც დასკვნის თანახმად, დარღვევა არ აღმოჩნდა. სპეციალისტები არასასიამოვნო სუნის გამომწვევ სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

„ე.წ. უნაპირო პორტზე ნავთობპროდუქტები მილით მიეწოდება დასაშვებ ატმოსფერულ წნევაზე უფრო მეტი სიჩქარით, რადგან მოგეხსენებათ, რომ თითოეული საათი, რასაც შესაბამისი კომპანია ატარებს პორტში, კონკრეტულ მოსაკრებელს ექვემდებარება, ხოლო რაც უფრო სწრაფად იქნება ნავთობპოდუქტი მიწოდებული, ეს გამოიწვევს იმას, რომ შედარებით ნაკლები თანხა ექნება მას, კერძო ოპერატორს გადასახდელი. ამ შემთხვევაში ფილტრები რომლებიც დამონტაჟებულია, ხშირ შემთხვევაში არ არის ვარგისი, დროულ ფილტრაციას ვერ ახდენენ და ჰაერში მავნე ნივთიერების ნაწილაკების ემისია მატულობს და ხშირ შემთხვევაში უსიამოვნო სუნის გამომწვევიც არის და უარყოფითად და ნეგატიურად აისახება გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზეც“, - ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი აჭარაში კახა გუჩმანიძე.

ბათუმის პორტის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]