weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჭუბერში ძლიერი წვიმა ამაღამაც არის მოსალოდნელი

17:04 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში, სადაც ადიდებული მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვარდა, საცხოვრებელი სახლები და ხიდები დაანგრია და ახლაც სოფელში მოედინება, ძლიერი წვიმა ამაღამაც არის მოსალოდნელი. ამის შესახებ "რეგინფოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად გუშინ საღამოს ჭუბერში მთა ჩამოიშალა და მდინარე ნენსკრა დააგუბა. დაგუბებულმა მდინარემ მოგვიანებით მეწყრული მასა გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა.

ჭუბერიდან მესტიის საკრებულოს წევრის ზაზა ვიბლიანის თქმით, წყალმა მდინარეზე გადასასვლელი ხიდები წაიღო, რამდენიმე ნაგებობა კი დაანგრია. დატბორილია სოფელი ჭუბერი. 10 სოფელი კი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მსხვერპლი არ არის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში ვითარების შესასწავლად ჯერ არ ჩასულან. სააგენტოში განაცხადეს, რომ სპეციალისტები გზაში არიან და მუშაობას გვიან საღამოს ან ხვალ დილიდან დაიწყებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]