weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სვანეთში მყინვარი ლეხზირი ჩამოიშალა და მესტიაჭალას შენაკადი დააგუბა

12:51 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

სვანეთში, მყინვარ ლეხზირიდან მასა ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე მესტიაჭალას ერთ-ერთი შენაკადი დაგუბდა. შემთხვევის ადგილზე დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები იმყოფებიან. ლეხზირის და მყინვარ ჭალაადის მიმართულებით გზა სამართალდამცავებს აქვთ გადაკეტილი და ტურისტებისთვის გავლა აკრძალულია.

მესტიის მკვიდრის, მანანა საღლიანის განცხადებით, მყინვარის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს ტურისტებმა გაავრცელეს. მისივე თქმით, წყალმოვარდნის საფრთხის გამო, მესტიაჭალის ნაპირზე მდებარე სოფელ ლალაიდიდან ქალები და ბავშვები გაიყვანეს. ადგილიდან გაყვანილი არიან „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულებიც.

როგორც „რეგინფოს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად შემთხვევის ადგილზე ორი გეოლოგი იმყოფება, რომლებიც მდგომარეობას შეისწავლიან. ვითარება კონტროლს ექვემდებარება, ტარდება პრევენციული ღონისძიებები. სავარაუდოდ, ხვალამდე წყალი გაეშვება და ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობას განაახლებენ. ამ დროისთვის მყინვარისკენ გადაადგილება აკრძალულია“, - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მყინვარ ლეხზირიდან მდინარე მესტიაჭალას ერთ-ერთი შენაკადი იღებს სათავეს. ზაფხულში, მყინვარის დნობის დროს მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარების რისკი მაღალია. 

 

ამ თემაზე:

სვანეთში მყინვარის ჩამოშლის გამო დატბორვის საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]