სექტემბერი 21, 2018
weather cur airplane horoscope tv

გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ხე-ტყის ფარულად გადასატანი გზისა და კუსტარული მოწყობილობის დემონტაჟი მოახდინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ე.წ. ხოკოს უბანში შემოვლითი გზა აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც უკანონოდ მოპოვებული…

გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს გარემოსდაცვით ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერთება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

​გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. სოფლების მზეთამზეს, ახალდაბას, ყვიბისის, გუჯარეთის, ჭობისხევის, წაღვერისა და არდაგანის მცხოვრებლებს სახლის ეზოებში უკანონო სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრებმა ვადიმ ხინთბამ წინაზიური ლეოპარდი დაიჭირა. "სპუტნიკ-აბხაზიას" ინფორმაციით, ჯიქი სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოჩნდა და შინაურ ცხოველს ანადგურებდა, რის გამოც ვადიმ ხინთბამ ხაფანგი დაამზადა…

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სვავის (Aegypius monachus) სახეობის ფრინველის მოკვლის ფაქტი გამოავლინეს.

20 კილოგრამზე მეტი დახოცილი ქათმითა და გაფუჭებული კვერცხით გარემოს დანაგვიანების გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მეფრინველეობის მეურნეობა „საბუდარა“ 1000 ლარით დააჯარიმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და ხის მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებული ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ირმის მყვირალობის ტურები 20 ოქტომბრამდე გრძელდება. მონდომებულ ადამიანს შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას, არამედ „ფოტო ნადირობაც“ მოაწყოს, რადგან ამ პერიოდში თითოეულ ხართან,…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]