weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

10:56 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ხ.-მ, არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება. 

„2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითიც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]