weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

15:30 ორშაბათი, 10 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს პატიმრობა 50 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ სირაძემ განაცხადა, რომ მისი საქმე გაყალბებულია და სამართალდამცავებმა ნარკოტიკი ჩაუდეს.

„ჩემი დაკავება არ მომხდარა, ჩემი გატაცება მოხდა. 4 საათის განმავლობაში არც დარეკვის საშუალება მომცეს, არც ადვოკატებთან შეხვედრის უფლება. არც მინახავს ნარკოტიკული საშუალება, ისე წამიყვანეს. მესამე დღეს მითხრეს, რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რასაც რათქმაუნდა, არ ვეთანხმებოდი. უდანაშაულო ვარ და ეს დამტკიცდება მომდევნო სასამართლო სხდომებზე“, - განაცხადა ბაჩო სირაძემ.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჩამოერთვა და გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვება აეკრძალა.

ბაჩო სირაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს. მის საქმეზე პირველი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ივლისს გაიმართება.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მიხეილ თათარიშვილი, რომელიც ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის იყო ბრალდებული. თათრიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარია, პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]