weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

16:41 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც პრეზიდენტის შვილისა და სიძის მეგობარია, წინასწარი პატიმრობიდან 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ვთვლი, რომ ეს არის სისტემური დანაშაული. უნდა შეიცვალოს არამარტო ნარკოპოლიტიკა, არამედ თვითონ პოლიციის რეპრესიული მანქანა. უნდა დაინგრეს ეს სისტემა. აუცილებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ნარკოპოლიტიკის გამო არ ზიან მარტო, ზიან იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით. ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლება ამის გამო შევცვალეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მიხვდება თავის შეცდომებს“, - განაცხადა თორნიკე კაჭარავამ გათავისუფლების შემდეგ.

სამართალდამცავებმა თორნიკე კაჭარავა 15 მაისს დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა ედება. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ემუქრებოდნენ და მისი დაკავება და ნარკოტიკის ჩადება წინასწარ იყო დაგეგმილი. ანა მარგველაშვილმა 21 მარტს, გადაცემა არჩევანში განაცხადა, რომ დაჭერის შიშის გამო კაჭარავა სახლიდან არ გადიოდა.

ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისთვის იყო ბრალდებული, სასამართლომ ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, 7 ივლისს კი უდანაშაულოდ ცნო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]