დეკემბერი 13, 2017
weather cur airplane horoscope tv

რუსეთმა დეპორტირებულ ლია შიოშვილს 30 ათასი ევროს კომპენსაცია გადაუხადა

14:03 - 10 აგვისტო 2017 hits 341

რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დეპორტირებულ ქართველს, ლია შიოშვილს 30 ათასი ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გაძევებას, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა რვა თვის ფეხმძიმე ლია შიოშვილი ოთხ შვილთან ერთად, მოსკოვის ოლქის ქალაქ რუზაში დააპატიმრეს, შემდეგ კი დამამცირებელი ფორმით მატარებლით დაღესტნამდე გამოაძევეს.

"საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის საქმე ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა იმ უამრავ საქმეს შორის, რომელთა განხილვაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის ფარგლებში დააკმაყოფილა. რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება და დაზარალებულს კომპენსაცია აუნაზღაურა", - ნათქვამია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" განცხადებაში.

ლია შიოშვილმა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2007 წელს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა 2011 წლის 31 იანვარს დაიწყო და მოსარჩელის საჩივარი 2016 წლის 20 დეკემბერს დააკმაყოფილა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლია შიოშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა), მე-13 მუხლი (ქმედითი სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მე-3 მუხლთან ერთობლიობაში, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება) და მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევების აკრძალვა).

სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს უნდა გადაუხადოს 30 ათასი ევრო არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, ამასთან ნებისმიერი გადასახადი, რაც შეიძლება იყოს დაბეგვრას დაქვემდებარებული.

კრემლის ანტიქართულ კამპანიას 2006 - 2007 წლებში, 7000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია მოჰყვა. აქედან 2380-მა ქართველმა უცხოელთა განთავსების დროებითი ცენტრები გაიარა, სადაც არაადამიანურ და გაუსაძლის პირობებში უწევდათ ყოფნა.

2006 წლის 17 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ ასეთ ცენტრში, დეპორტაციის მოლოდინში ასთმით დაავადებული 58 წლის თენგიზ ტოგონიძე, ხოლო 2 დეკემბერს 51 წლის მანანა ჯაბელია  გარდაიცვალნენ. იმავე დღეებში დაიღუპა რევაზ ბერულავაც, რომელსაც მოსკოვის ერთ - ერთ საავადმყოფოში იმ მოტივით უთხრეს უარი სამედიცინო დახმარებაზე, რომ ქართველი იყო.

 

ამ თემაზე წაიკითხეთ: რუსეთიდან დეპორტირებულის ისტორია 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი