weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მუშების პროტესტის გამო ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობა 3 დღე შეჩერებული იყო

15:42 შაბათი, 06 მაისი 2017

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. თანხის გადახდის მოთხოვნით მუშები სამი დღის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოებს აღარ ასრულებდნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„რვა თვეა გზის სამუშაოები მიმდინარეობს და ხელფასს თითქმის ყოველთვე გვიგვიანებდნენ, ბოლო სამი თვის ნამუშევარი კი საერთოდ არ აგვიღია. მე მაგალითად სატვირთო მანქანით ვმუშაობ და 9 000 ლარამდე მაქვს ასაღები“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ გზის მშენებლობაზე დასაქმებული ერთ–ერთი პირის, თემურ ინასარიძის კომენტარს.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარკვებული კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 8 500 000 ლარია. ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის სიგრძე 161 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 150კმ-დან და 159კმ-მდე მონაკვეთის, ე.წ. ფარეხის გზის რეაბილიტაცია, რომელიც ახალციხის გასასვლელიდან იწყება და მოიცავს მცირე მონაკვეთს ადიგენის ტერიტორიაზე.

მშენებელი კომპანიის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მხოლოდ მესამე დღეს შეხვდენ.

„პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის და კონტრაქტორი კომპანია პრობლემას უახლოეს დღეებში გადაჭრის“, - განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მუშებმა მუშაობა იმ პირობით განაახლეს, რომ კუთვნილ ხელფასებს 17 მაისამდე მიიღებენ.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]