weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სახალხო დამცველმა კომპანიის მიერ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

15:05 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, კომპანიამ ორსულობის გამო შვებულებით სარგებლობის შემდეგ დასაქმებულს მომსახურების ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

სახალხო დამცველს განცხადებით მუსიკოსმა მიმართა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან ის კომპანია „ჯი მარტიში“ მუშაობდა და ფორტეპიანოზე უკრავდა. 2015 წლის აგვისტოში სავაჭრო ცენტრის მფლობელი, „ჯი მარტის“ ნაცვლად, გახდა შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, სადაც განმცხადებელმა გააგრძელა პროფესიული საქმიანობის შესრულება.

2016 წელს, როდესაც განმცხადებელს მოუწია ესარგებლა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, დამსაქმებელმა მას განუმარტა, რომ არ ეკუთვნოდა მშობიარობის შემდეგ ერთჯერადი სახელმწიფო დახმარება. თუმცა, ორი წლის წინ იმავე მომსახურების შესრულების დროს, როდესაც მისი დამსაქმებელი იყო კომპანია „ჯი მარტი“, დაბრკოლების გარეშე აიღო აღნიშნული თანხა. განმცხადებლის მითითებით, კომპანიას აქვს პრაქტიკა, რომ ზედიზედ აფორმებს სამთვიან ხელშეკრულებებს, რაც მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს მას.

როდესაც განმცხადებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში გავიდა, დამსაქმებელმა მას დაავალა მოეძიებინა მისი შემცვლელი, რომელიც მისი შვებულებით სარგებლობის პერიოდში შეასრულებდა მის მოვალეობას. განმცხადებელმა მოიძია მისი შემცვლელი და მისცა პროგრამა, რომელსაც ის უკრავდა.

3 თებერვალს მისმა შემცვლელმა და მენეჯერმა თ.ლ.-მ განმცხადებელს აცნობეს, რომ ის შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში“ აღარ იყო დასაქმებული. განმცხადებელმა წარმოადგინა 2016 წლის 1 ივნისს შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“-სთან დადებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით.

ოქტომბრის თვიდან კომპანიამ ანალოგიური შინაარსის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა სხვა პირთან, რომელთანაც დღემდე იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოპასუხემ ხაზი გაუსვა, რომ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ზეპირ ან/და წერილობით შეთანხმებას მომავალში ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან მასსა და განმცხადებელს შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, ამ ურთიერთობაზე არ ვრცელდება ისეთი გარანტიები, როგორიცაა ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულება, აგრეთვე შვებულების ან მშობიარობის გამო შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელსა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება, შრომითსამართლებრივი ხელშეკრულება იყო.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ შრომითი ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი განმცხადებლის ორსულობით იყო განპირობებული და მოპასუხეს მოუწოდა, აღმოფხვრას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი, მომავალში თავი შეიკავოს ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]