weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეგვიპტის მოქალაქისთვის თავშესაფრის მიცემაზე სამინისტროს უარი სასამართლომ გააუქმა

17:11 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ეგვიპტის მოქალაქის, ვ. ე.-ს სარჩელი, რომლითაც ის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.

მოსარჩელის განმარტებით, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ის რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნება და საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანრმთელობას.

ვ.ე.-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 9 იანვარს მიმართა და თავშესაფარი მოითხოვა. 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა და საფუძვლად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია დაასახელა, რომლის თანახმად, მოსარჩელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია იყო უსაფუძვლო, ხოლო სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად არ გამოიყენა მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც უსაფუძვლოდ შეუზღუდა განმცხადებელს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

ბოლო პერიოდში, ბინადრობის ნებართვის გაცემისა და თავშესაფრის მინიჭების პროცესში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მოტივით, უარყოფითი რეკომენდაციების გაცემას სისტემური ხასიათი მიეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]