აპრილი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

სოხუმის დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

22:37 - 25 დეკემბერი 2017 hits 635

თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს დღეს, 25 დეკემბერს ენგურის ხიდზე გადმოეცა.

ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში მაშინ დააკავეს, როცა სამი გარდაცვლილი შვილის საფლავს წმენდდა.

52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის ომის მონაწილეა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მრავალშვილიანი ოჯახი, რვა შვილი და მეუღლე ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში გადმოიყვანა და სამხედრო პოლიციაში დაიწყო სამსახური. აფხაზები მას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს, სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. სწორედ ამ ბრალდებით გაასამართლეს გიორგი ლუკავა 1996 წელს, როცა ის ტყვედ პირველად ჩავარდა. იგი სასტიკად აწამეს, 12 წელი მიუსაჯეს, თუმცა, დრანდის ციხეში მხოლოდ სამი წელი გაატარა და 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა. 2011 წლის მაისში, როცა ის მეორედ დააკავეს, მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„ძალიან მიხარია, რომ თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა თავისუფალია და ახალ წელს საკუთარ ოჯახში - მეუღლესა და შვილებთან ერთად შეხვდება. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ამ მაღალი ჰუმანიტარული მნიშვნელობის მქონე საკითხის გადაწყვეტაში წვლილი შეიტანა. ეს უდავოდ პოზიტიურად აისახება სამშვიდობო პროცესზე და ნდობის აღდგენაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში ეს არის იმ პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელება და კიდევ ერთი კარგი პრეცენდენტი, რომლის ფარგლებშიც უკვე მოხდა სოხუმისა და ცხინვალის საპყრობილეებიდან ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

2017 წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბოლო წლებში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]