weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

11:26 შაბათი, 20 იანვარი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა. შსს-ს ინფორმაციით, დეპარტამენტი ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს.

დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მას. დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შსს-ს კონკურსი აქვს გამოცხადებული.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი დეპარტამენტის შექმნა 2017 წლის ბოლოს დაანონსა. როგორც მან პარლამენტში განაცხადა, დეპარტამენტის შექმნის მიზანი საგამოძიებო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]