weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა

14:07 ორშაბათი, 19 თებერვალი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. 

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მასწავლებლებს, მოსწავლეებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ქალბატონ რებეკა ჰარმს და მედია ორგანიზაციებს. მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე. 15 წელია საქართველოში ვმოღვაწეობ. ყოველთვის ტერორიზმის წინააღმდეგი ვიყავი. ათასობით მეგობარი და მოსწავლე მყავს ამ ქვეყანაში. ჩვენი მოღვაწეობა ყოველთვის დადებითად ფასდებოდა მთავრობის და განათლების სამინისტროს მხრიდან. ლეგარულად თუ არალეგალურად ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“, - განაცხადა ჩაბუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით ეძებენ. ჩაბუქი საქართველოში ოჯახთან ერთად 2002 წლიდან ცხოვრობს.

დაკავების შემდეგ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, რაც სასამართლომ ძალაში დატოვა. 2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ წარდგენილი ბრალდება ბუნდოვანი ხასიათისაა და არაგანჭვრეტად ნორმას ეფუძნება. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს, რომ აღნიშნული სახის ბრალდებით დევნიან პოლიტიკურ აქტივისტებს, რათა მათ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა წაერთვათ.

 

ამ თემაზე:

ჩაბუქის მსხვერპლშეწირვა არაა აუცილებელი პირობა თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის - ჰარმსი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]