weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მოქალაქე, რომელიც კანონიერ ქურდს მიადგება და დავის შეფასებას სთხოვს, დაისჯება – მეზვრიშვილი

16:11 ორშაბათი, 19 მარტი 2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი განიხილა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგელემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კანონის მიღების შემდეგ, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, დანაშაულად გამოცხადდება.

„დღეს დანაშაული არ არის ქურდული სამყაროს წევრისთვის, ან ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა, მაგრამ ამ კანონს რომ პარლამენტი მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. მოქმედი კანონმდებლობით, ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა, რაც გაიზრდება 7-დან 10 წლამდე. 9-დან 15 წლამდე გაიზრდება ე.წ. კანონიერ ქურდისთვის სასჯელი. დღეს ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ქურდული სამყაროს, კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]