weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საია თამარ ბაგრატიას გათავისუფლების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

15:00 ორშაბათი, 26 მარტი 2018

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ქმედებებში, რომლის შედეგადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები იკვეთება.

საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს და პროკურატურას დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.

2018 წლის 15 მარტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით განპირობებული იყო მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო.

თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის დანიშვნა.

საიას შეფასებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის უკონკურსოდ დანიშვნა სამართლებრივად არასწორი იქნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]