weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ ჯვარიაშენში რუსმა სამხედროებმა 77 წლის მამაკაცი დააკავეს

14:39 პარასკევი, 20 აპრილი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიაშენში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.

ელიზბარ მესტუმრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული. ის სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 17 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე გაიტაცეს, 7 აპრილს კი სოფელ აძვიდან ელდარ გუნდიშვილი და თეიმურაზ კაზიროვი აიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]