weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის საქმეზე გიორგი ლიპარტელიანს 3 წელი მიესაჯა

15:36 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018
ფოტოზე სალომე ტატიშვილი ფოტოზე სალომე ტატიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

12 წლის მოთხილამურე სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში დაიღუპა. მას დიდი სიჩქარით მოსრიალე 19 წლის გიორგი ლიპარტელიანი უკნიდან დაეჯახა. ლიპარტელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, 2017 წლის 29 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]