weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე სასამართლო 2 მაისს იმსჯელებს

20:03 სამშაბათი, 01 მაისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლო ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, 2018 წლის 02 მაისს, 13:00 საათზე განიხილავს.  

ქალაქ თბილისის მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვა და მისი რეკლამა  არაეთიკურია. მერია მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით), ასევე მისთვის მოვალეობის დაკისრებას, უარი თქვას შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე.

პრეზერვატივის მწარმოებელი ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „აიისას“ მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი და გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის კონკრეტულად რომელი ქმედება (რომელი რეკლამა ან შეფუთვა) მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა.

„წარმოებული სამართლებრივი პროცესი ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით“, - აცხადებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Sekmadienis LTD v. Litunia სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტის დაჯარიმება კომერციული მიზნებით იესოს და მარიამ ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვის ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, ხოლო სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით“, ხოლო „დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად", - ამბობს მშვენიერაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]