weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ილუზია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს, დამთავრდა – ზურაბ ჯაფარიძე

11:57 შაბათი, 12 მაისი 2018

„გუშინ, სახელმწიფომ და კონკრეტულად ამ ხელისუფლებამ პასუხი გაგვცა ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ნარკოპოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლებოდა. გვითხრეს არა უბრალოდ „არა“, არამედ გვითხრეს, რომ უფრო ველურები და უფრო თავხედები ვიქნებით, ვიდრე აქამდე როდესმე ვყოფილვართო და ეს გვანახეს გუშინ ღამე“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ზურაბ ჯაფარიძე გვიან ღამით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა გლდანის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც 3 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

„ის, რაც გუშინ ღამით ვნახეთ, მოვლენები როგორც განვითარდა, ჯერ „ბასიანთან“შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ, არის წარმოუდგენელი ამბავი. მემგონი, არავინ ამ ქვეყანაში მსგავს ქმედებას სახელმწიფოს, კონკრეტულად კი პოლიციის მხრიდან არ ელოდა. გარდა იმისა, რომ ეს არის თავდასხმა კონკრეტულ ბიზნეს სექტორზე, გარდა იმისა, რომ პოლიცია ცდილობს ის ქმედებები, რაც ღამე ჩაიდინეს, „გააპრავოს“ იმით, რომ ნარკორეალიზატორები დაიჭირეს, ჩვენ ვნახეთ ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტები - ადამიანებს როგორ ურტყამდნენ, როგორ ტენიდნენ მანქანაში, მათ შორის მეც. 900 კამერა მიღებდა და ყველამ ნახა, რომ არაფერი დამიშავებია. ერთადერთი იმას ვითხოვდი, ვინმე პასუხისმგებელი პირი მოვიდეს და დამელაპარაკოს-მეთქი. ამის გამო ამწიეს ჰაერში, გამაქანეს და სამი საათი გავატარე პოლიციის განყოფილებაში“, – განაცხადა ზურან ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა ახალგაზრდებს მოუწოდა შეუერთდნენ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციას, რომელიც დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, აქციაზე მოვიდეს ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოვიდეს ბევრი ახალგაზრდა იმიტომ, რომ სინამდვილეში ეხლა რაც ხდება, აღარ არის ნარკოპოლიტიკის საკითხი. ეს არის ჩვეულებრივი, მარტივი ცივილიზაციური ომი. გასარკვევია კონკრეტული ამბავი - ჩვენ უნდა ვიცხოვროთ გუგული მაღრაძის და ზაქარია ქუცნაშვილის ქვეყანაში, თუ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება. ეს ადამიანები გვეუბნებიან რომ ერთად თანაცხოვრება არ შეგვიძლია და უნდა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ გვინდაო. ჩვენ მათ არ ვუვარდებით სახლში, ისინი გვივარდებიან იქ, სადაც ჩვენ ვცხოვროთ. აი, ეს არის გასარკვევი. ამის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით - უნდა დაინახონ ძალა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებიც მათ ეტყვიან, რომ ეს ქვეყანა ჩვენიც არის“, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაციის თვითმხილველი ახალგაზრდების თქმით, კლუბებში ათობით, ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელი შევარდა.

 

მსგავსი თემა:

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა კიდევ ერთი თვით გადადო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]