weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში სოლიდარობის აქციაზე სამი პირი დააკავეს

16:31 შაბათი, 12 მაისი 2018

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე სამი პირი დააკავეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერების სოლიდარობის აქციაზე, რომელიც გვიან ღამით, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის პროტესტის ნიშნად იმართება.

აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებულთა გათავისუფლებისკენ მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მდებარე ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. თვითმხილველების თქმით, ავტომატებით შეიარაღებული ათობით სპეცრაზმელი ღამის კლუბებში შევარდა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკების 8 რეალიზატორი.  

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]