weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

დანაშაულის დაფარვის, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი მკაცრდება

23:54 სამშაბათი, 15 მაისი 2018

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისათვის არსებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით ნებისმიერი სახის დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

წარმოდგენილი ცვლილებებით, ანგარებით ან სხვა პირადი მოტივებით ცრუ ჩვენების მიცემისთვის სანქცია მძიმდება. კერძოდ, დღეს აღნიშნული ქმედება ისჯება 2-დან 4 წლამდე, კანონპროექტის მიღების შემდეგ კი დაისჯება 2-დან 6 წლამდე პატიმრობით.

სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე და 376-ე მუხლების ნაწილებად ჩაშლა და სანქციების გრადაცია ნაწილების სიმძიმისა და საშიშროების მიხედვით.

კანონპროექტით, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. კერძოდ, მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 6 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე დაისჯება, ნაცვლად დღეს არსებული რედაქციისა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული მუხლი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ალტერნატიულ სანქციებს ითვალისწინებს ჯარიმის და შინაპატიმრობის სახით.

კანონპროექტის მიხედვით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება და ამავე დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით, შენარჩუნდება ალტერნატიული სანქციები.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]