weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდამსხმელი 15 წლისაა

23:07 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის კანცელარიასთან გამართული ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეზე თავდამსხმელი არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს, 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს თავს დაესხა 2003 წელს დაბადებული ს. კ. და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა 14 წლიდან იწყება.


ამ თემაზე:

ნიკა გორგილაძე – არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვნის მიმართ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]