weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ აქციაზე 39 მონაწილე დააკავეს

23:47 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე 39 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ნაწილი კი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

„ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები დღეს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ აქციებს აპროტესტებდნენ და კონტრაქციას მართავდნენ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე სასულიერო პირიც შეუერთდა, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემდნენ.

გვიან საღამოს, აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული მარშის“ ლიდერები გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე გაათავისუფლა. შსს-ს ცნობით, ისინი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით ჰყავდათ გადაყვანილი და დაკავებულები არ ყოფილან.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2014 წლიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესებას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში დაგეგმილი მსვლელობის დარბევა მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]