weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქუჩაში რომ გამოვდივარ, არვიცი, ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თავში რამეს თუ არა – გრიგოლია

10:43 ორშაბათი, 21 მაისი 2018

„ქუჩაში რომ გამოვდივარ, მე არვიცი, ჩემს სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თავში რამეს თუ არა, ამიტომ მოვედი პოლიციაში“, განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, სადაც დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მისი გამოკითხვა მიმდინარეობდა.

ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მისთვის უცნობი კაცი ემუქრება. მისივე თქმით, პირველად პოლიციას 2013 წელს მიმართა, თუმცა მაშინ საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო დაიხურა.

„დაიწყო გამოძიება. გამომკითხეს. წარვუდგინე წერილი, რომელშიც იყო მუქარა კარის შემომტვრევასთან დაკავშირებით, წარვუდგინე „ფლეშკა“, რომელზეც ჩაწერილი იყო ტელევიზიის კამერიდან ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ვიღაც მამაკაცი მოდის და უტოვებს ოპერატორს წერილს, რომელშიც იყო მუქარა. ვიმედოვნებ, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, როცა დავწერე წერილი, ამჯერად მაინც მოხდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ასე ძალადობს ჩემზე აგერ უკვე რამდენი წელია. მეშინია, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ბოლომდე დავიცავ თავს. არ ვაპირებ სადარბაზოში ვიღაცამ ჩამარტყას თავში რამე. როცა მოგდის ესემესი, რომ 20 მაისამდე თუ არ დააკმაყოფილებ მის აბსურდულ მოთხოვნებს, ის შემოგიმტვრევს კარებს, ამიტომ გადავწყვიტე ამის ხმამაღლა საუბარი, მინდა, მქონდეს უსაფრთხოების განცდა“, – განაცხადა გრიგოლიამ.

ჟურნალისტის თქმით, მისთვის უცნობი კაცი ქონების გამოძალვაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მამაა. ეს ადამიანი მას 2011 წლიდან, ციხიდან უკავშირდებოდა, 2013 წლის ამნისტიის შედეგად კი საპატიმრო დატოვა და მუქარა განაგრძო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 მაისს ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ მიღებულია ზომები, რათა ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნას დაცული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]