weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჭიათურაში პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს

10:55 ორშაბათი, 28 მაისი 2018

ჭიათურაში, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან ლაშა ჩხიტუნიძის გათავისუფლების მოთხოვნით ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებმა რამდენიმე ახალგაზრდა ცემეს, რომლებსაც დაზიანებები აქვთ მიღებული.

„ჩემი მეუღლეა ნაცემი. თავს ვერ ატოკებს ისეთ მდგომარეობაშია. პოლიცია ამბობს, წინააღმდეგობას გვიწევდა დაკავების დროს და დაზიანებები მაშინ მიიღოო, სინამდვილეში კი ნაცემია“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკატერინე კაციტაძემ.

„ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს ჩვენება მივეცი პოლიციის წინააღმდეგ, ანუ მოვუყევი როგორ იძალადეს ადამიანზე. ამ ჩვენების შემდეგ პოლიციის უფროსი სადაც შემხვდება, მემუქრება, რომ დამიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ ვისაუბრე. მოვითხოვ, რომ ლაშა ჩხიტუნიძე თანამდებობიდან მოხსნან“, - ამბობს აქციის მონაწილე ბექა ჭუმბურიძე.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის წინ, 8 მამაკაცი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. კიდევ ერთი მამაკაცი კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]