აგვისტო 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

პარლამენტმა ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დაამტკიცა

19:27 - 06 ივნისი 2018 hits 247

საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. 17-წევრიანი კომისიის თავმჯდომარედ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აირჩიეს.

კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილი იყო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანიაც, თუმცა მას მხარი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.

კომისიაში „ევროპულ საქართველოს“ 9 წევრი ჰყავს: ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. „ქართული ოცნება“ 6 წევრით არის წარმოდგენილი: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.  „პატრიოტთა ალიანსს“ ადა მარშანია წარმოადგენს. კომისიის წევრია დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილიც.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარი თქვა. სალომე სამადაშვილის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ იგივე პოზიცია აქვს.

„კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი „ევროპული საქართველო“ იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]