weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

23:58 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა, მანამდე კი განაცხადა, რომ განაჩენი წინასწარ არის მომზადებული და სასამართლოს სიმართლის დადგენა არ სურს.

„ხშირად პოლიტიკოსებისგან სადღეგრძელოს პათოსით გვესმის სიტყვები, რომ დღეს გვაქვს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო. სად არის ეს სამართლიანი სასამართლო? რომელ სამართლიან მართლმსაჯულებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ, შორენა გუნცაძემ თავად აიღო საკუთარ თავზე საგამოძიებო ფუნქციები და განაჩენით დაადგინა, რომ ნარკოტიკების ჩადებას ადგილი არ ჰქონია.

დღევანდელი ქართული სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებებით ადამიანებს უბიძგებს, რომ სასამართლი დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლონ და დემონსტრაციებით ეძებონ სამართალი. მე არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას იმ სისტემის წინაშე, რომელმაც ჩემს მსგავსად მრავალი ადამიანი გაწირა და დამნაშავედ აქცია. ამ ფარსში მონაწილეობა აღარ მინდა“, - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლოს დარბაზის დატოვებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენი 23 იანვარს გამოიტანა. ორი თვის შემდეგ მას ბრალი ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვისაც წარუდგინეს. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას პოლიციამ ჩაუდო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]