weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველომ ყაზახეთში ბესლან ლორსანოვის ექსტრადირება განახორციელა

13:52 სამშაბათი, 26 ივნისი 2018
ფოტო: შსს ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცავებმა ყაზახეთის მიერ ძებნილი ბესლან ლორსანოვის ექსტრადირება განახორციელეს. შსს ცნობით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესლან ლორსანოვი, ყაზახეთის ქალაქ ასტანის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნებოდა და მას ბრალად ყაჩაღობა და მკვლელობა ედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბესლან ლორსანოვი მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, ბესლან ლორსანოვს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.

დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლორსანოვის ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 24 ივნისს განხორციელდა.

ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია:

სკანდალური ფაქტები ბესლან ლორსანოვის საქმიდან - წულუკიანმა ექსტრადირებას ხელი მოაწერა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]