weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ მოზარდს პატიმრობა შეეფარდა

15:46 შაბათი, 21 ივლისი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, აუდიოჩანაწერები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულმა პირმა შეცვალა ჩვენებები და შესაბამისად, შეგნებულად, გაცნობიერებულად, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც გამოძიებას, ისევე სასამართლოს“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, დ.ღ.-ს ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. ადვოკატ გოჩა კვარაცხელიას თქმით, სასამართლოზე ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

„მან სასამართლოზეც თქვა, რომ სარალიძის ნაწილში აღიარებს ბრალს. ნამდვილად შეხვდა ზაზა სარალიძეს და მისივე თხოვნიდან გამომდინარე, ეს არ განუცხადებია სასამართლოში. დ.ღ.-ს მიერ არანაირი ცრუ ჩვენების მიცემა არ იკვეთება, თუ არ ჩავთვლით ამ ერთ ეპიზოდს. სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. მან არ გაითვალისწინა არც არასრულწლოვნის პიროვნული მახასიათებლები, არც დანაშაულის სიმძიმე, არც მისი გულწრფელი აღიარება სარალიძის ნაწილში. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დაუშვებელია არასრულწლოვნის მიმართ პატიმრობის გამოყენება, თუკი შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, უფრო მსუბუქი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებით“, - უთხრა ჟურნალისტებს არასრულწლოვნის ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ.

მისი განმარტებით, საქმეში არ არიან მომწეები, რომლებიც დ.ღ.-ს დანაშაულის ჩადენაში ამხელენ და არ არსებობს არსებითი გარემობა, რომელიც ბრალდებულის მიერ, სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემამ შეცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. 19 ივლისს დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ.-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]