weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს უზენაეს სასამართლოში დავა მეორედ მოუგო

16:25 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

თამაზ ახობაძემ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს, სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ მოუგო. ახობაძის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ დაევალა მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თამაზ ახობაძე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი ანა სუბელიანი სამსახურიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. ანა სუბელიანის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არაფორმალურად თეა წულუკიანმა მიიღო, ფორმალურად კი რეორგანიზაციის მეშვეობით გააფორმეს.

ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის გათავისუფლება 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა სამსახურში აღდგენის ნაწილში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. ამის შემდეგ, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და 2017 წელს იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სამსახურში აღდგენა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში დაუშვებლად ცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი და იუსტიციის სამინისტროს თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა დაავალა.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა ახობაძის სამსახურში აღდგენა, 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა: „ახობაძის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება არის გაბათილებული, რადგან იმ პოზიციაზე, სადაც აღდგენილი იქნა ახობაძე, ცოცხალი ადამიანი მუშაობს. ამ ადამიანმა იჩივლა და თქვა, რომ მისი, როგორც მესამე მხარის უფლებები ირღვევა და ახლა მიმდინარე დავაა სასამართლოში. შესაბამისად, მანამ დავა არ დასრულდება, ვერ შესრულდება ეს სასამართლო გადაწყვეტილება“.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არადამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრს უპირისპირდებიან და მის მოხსნას ითხოვენ, სწორედ თამაზ ახობაძის და ანა სუბელიანის საქმეა. არასამთავრობოების განმარტებით, მინისტრი პატივს არ სცემს სასამართლო გადაწყვეტილებას, არ ასრულებს მას და არღვევს ადამიანის უფლებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]