weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოში სასოფლო მიწაზე უცხოელთა საკუთრების საკითხი მესამედ განიხილება

14:20 ორშაბათი, 30 ივლისი 2018

საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე იხილავს საბერძნეთის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდისა და დიანა შამანიდი სარჩელებს. დავის საგანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებკანონის 22- მუხლის 3.3 პუნქტი, რომლითაც შეჩერებულია უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების უფლებას. ისინი აცხადებენ, რომ წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან, როგორც სამშობლოსთან, ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ. შესაბამისად, სურთ დაირეგისტრირონ მემკვიდრეობით უკვე მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე მომავალშიც შეიძინონ ახალი ქონება საქართველოში. 

სარჩელებში მითითებულია, რომ გასაჩივრებულ ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით და 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებით ძალადაკარგულად ცნობილი ნორმების იდენტური შინაარსი აქვს. შესაბამისად, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, რომ ნორმა საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოცხადდეს ძალადაკარგულად. 

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იხილავს (თავმჯდომარე - მერაბ ტურავა, წევრები - მაია კოპალეიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ევა გოცირიძე).

2017 წლის 16 ივნისს პარლამენტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში განახორციელა ცვლილება, რომლითაც, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ასევე უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდული აქვთ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულზე).

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმების კონტროლის უფლებამოსილება. შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, იგი აღნიშნული შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს ვეღარ განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]