weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლენტეხში დააკავეს მამა, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა

12:26 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტოზე ამირან დევნოზაშვილი ფოტოზე ამირან დევნოზაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააკავა ლენტეხში მცხოვრები ამირან დევნოზაშვილი, რომელსაც 8 შვილი წლების განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ამირან დევნოზაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

ამირან დევნოზაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არის დაკავებული, რაც გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი ჰყავს, რომელთაგან 4 უკვე სრულწლოვანია. მშობლები საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, არცერთს შვილს არ აძლევდნენ განათლების მიღების შესაძლებლობას. ბავშვებს არ უვლიათ სკოლაში და არ ყოფილან ჩართული სავალდებულო ზოგადი განათლების პროცესში.

აღნიშნულ ოჯახთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილება 2010 წლიდან მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკის მხრიდან მათ არაერთხელ განემარტათ მათი ვალდებულებები, ბავშვის უფლებები და ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია ფსიქოლოგის მომსახურებისა თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ, მდგომარეობა 8 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა, გატარდეს ყველა საჭირო ზომა დევნოზაშვილების ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველის განცხადებით, 8 წლის განმავლობაში ამოიწურა ოჯახთან, განსაკუთრებით კი ბავშვების მამასთან მუშაობის ყველა ნაკლებად უკიდურესი რესურსი, რაც შესაძლებელს გახდიდა ბავშვებს გაეგრძელებინათ ცხოვრება მამასთან ერთად არაძალადობრივ გარემოში და თითქმის არცერთმა გამოყენებულმა საშუალებამ არ გამოიღო დადებითი შედეგი არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]