weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის საქმეზე გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა

21:03 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, გიორგი ჭელიძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალა, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისათვის, კარაბინისათვის, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნულ ვაზნებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ასევე 7.62 მმ კალიბრის სანადირო დანიშნულების კარაბინების დიდ ჯგუფში, ჭელიძე საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, პატიმრობა გამოიყენა.

„გიორგი ჭელიძეს ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავის მხრივ მომეტებული საფრთხის შემცველი ქმედებაა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენების პირობებშია შესაძლებელი აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ჭელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდობა 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ამ თემაზე:

ჩემი ერთადერთი დანაშაული ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარულია – გიორგი ჭელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]