weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სასამართლომ ნიკა მელია 3000 ლარით დააჯარიმა

15:32 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს: „მოსამართლემ შავზე თეთრი თქვა. ჩემი დაკავების დროს ოქმი არ შედგენილა და გაყალბებული დოკუმენტი უდევთ. კითხვაზე, რატომ არ არის გადაღებული სამხრე კამერით ის ეპიზოდი, როდესაც ოქმს ადგენდნენ, პასუხია, თითქოს პოლიციელი სველ წერტილში შევიდა და მაშინ გამორთო კამერა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძე, რომელიც დამნაშავე მურუსიძის მეგობარია, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რომელიც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის“.

სასამართლო სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი ალეკო ნაჭყებია ესწრებოდა. დაიკითხა სამი მოწმე, რომელიც 11 ივნისს გამართულ აქციაზე მელიას დაკავებაში იღებდა მონაწილეობას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია წესრიგი და გზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, რითიც მოძრაობდა შეფერხდა.

„წარდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნიკა მელიას მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

ნიკა მელია 11 ივნისს, პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად დააკავეს. მელია აცხადებდა, რომ სამართალდამცავებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მისივე თქმით, პოლიციას მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]