ივლისი 16, 2018
weather cur airplane horoscope tv

ადამიანის უფლებები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 ივნისს ხელი მოაწერა ეთნიკური ჩეჩენის, 36 წლის ბესლან ლორსანოვის ექსტრადირებას ყაზახეთის რესპუბლიკაში. ლორსანოვი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე…

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეეცვალოს და სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირდეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას…

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი პატიმრობაში დატოვა. 2017 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქავთარაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქავთარაშვილი ბრალს არ…

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის მიხედვითაც, მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და 8 წლით თავისუფლების…

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) განცხადებით, საქართველოს ახალმა მთავრობამ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის და 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩაატაროს.

მეუღლეთა განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხანდაზმულობის ვადა აღარ იმოქმედებს. შესაბამისად, განქორწინების სამოქალაქო რეესტრში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან ნებისმიერ დროს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამ პირს - „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს, „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის საკრებულოს წევრს, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ.-ს…

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, თემურ აბაზოვს, რომელიც დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არის დაკავებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს თემურ აბაზოვს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარუდგინა, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ,…

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]