weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ადამიანის უფლებები

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. გადაწყვეტილება ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მიიღო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „112“-ის მომსახურების საფასური, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირისთვის - 50 თეთრს შეადგენს, არაკონსტიტუციურად ცნო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კრძალავდა შენობის ფასადზე საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამ სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე წლის 18 ივლისს, სტრასბურგის დროით 10 საათზე გამოქვეყნდება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების ყოფილ უფროსს, ზაქარია ქინქლაძეს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით თებერვალში დააკავეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო…

თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები - ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე ჯგუფურად, განზრახ მკველობაში სცნო დამნაშავედ. მათ 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ტატიანა მოსკალკოვას, რომელიც მას მოუწოდებს, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში დაეხმაროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან  ადმინისტრაციული პატიმრობა 121 პირს შეეფარდა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა ჯარიმით ან სიტყვიერი შენიშვნით. ზოგიერთის…

„სპეცრაზმმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი“, – აცხადებს Human Rights Watch-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]