weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ადამიანის უფლებები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის კონსტიტუციურ სარჩელს. დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ…

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებები და მათი პოზიციები პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და ადამიანის…

კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სიის წარდგენაა სავალდებულო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმეს „გიორგი ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს არსებითად…

მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, სახალხო დამცველს მიმართა.

გორის წისქვილკომბინატ „კარმენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას, კომპანიის დირექტორის, მერაბ დათვიაშვილის გადადგომის და გაფიცვის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. გაფიცულებმა დღეს აქცია გამართეს, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში მოხვდა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას სასამართლოს გზით ეცდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეიტანა, რომელიც…

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] ოკუპირებულ გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, საკუთარი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად, ყურადღებით აგრძელებენ მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას. 

ცნობილ ირანელ ადვოკატსა და უფლებათა დამცველს, ნასრინ სოტუდეს ირანის სასამართლომ 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველი ქალის განაჩენის შესახებ მისმა მეუღლემ, რეზა ხანდანმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]