weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ადამიანის უფლებები

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მისი და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, მუქარის შემცველ შეტყობინებებზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საუბრობს. მისი თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობის დაკავების შემდეგ მას „შუბლის გახვრეტით“ ემუქრებოდნენ.

„საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, გაშალონ კარავი და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა…

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორ განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი, რომლის შესაბამისად,…

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, არ შეუშალონ ხელი ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან შეკრებაში.

„ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება ჩატარდა დადგენილ ვადაში და ყველა საჭირო მტკიცებულების მოგროვების შემდეგ, მივმართეთ სასამართლოს ბრალის წარდგენის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. საქმე შეეხება…

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მის წინააღმდეგ მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მეარაყიშვილის თქმით, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება.

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ცემა] წარუდგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ქვის კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენება ედებათ…

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიერ ქალებზე სექსუალური შევიწროების ფაქტები დასტურდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]