მაისი 27, 2018
weather cur airplane horoscope tv

ადამიანის უფლებები

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. სპეცოპერაციის თვითმხილველი ახალგაზრდების თქმით, კლუბებში ათობით, ავტომატებით შეიარაღებული…

პროსტიტუციაში ჩაბმაზე პირის ნებისმიერი ფორმით დაყოლიება ან სხვაგვარად ხელშეწყობა დანაშაულად ჩაითვლება, ხოლო მისი ჩამდენი პირი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში უკანონოდ მცხოვრებს პირებს არ შეეძლოთ მიემართათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დახმარების…

იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერნეტის საშუალებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისათვის, საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოამზადოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ვადის გადაწევის საკითხი ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დააყენა, რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი და განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების დანიშვნა აიკრძალა. დღეისათვის მსგავსი რეგულაცია 45 მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული ე.წ. „ქართული მარშის“ წევრები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის…

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]