მაისი 27, 2018
weather cur airplane horoscope tv

ადამიანის უფლებები

ქუთაისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის ერთი პირი 100 ლარით დააჯარიმეს, ორი კი პოლიციელების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.

ოკუპირებული ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საჩივარი დააკმაყოფილა. მეარაყიშვილი ითხოვდა, რომ დე ფაქტო პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით აღძრული საქმე უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო „გირჩის“ წევრებს - იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ეკა მიშველაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო. საზოგადოებრივ მაუწყებელს მიშველაძის სასარგებლოდ 30 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეუძლიათ. ამგვარი შეზღუდვა გორის, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, 2018 წლის 02 მაისს, 13:00 საათზე განიხილავს.  

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პრობლემებზე მოქალაქეების მიერ პარლამენტში პეტიციით მიმართვა არანაკლებ 300 ხელმოწერით იქნება შესაძლებელი. პეტიციის შეტანა დაიშვება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის 1…

„თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია სახელწოდებით „ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია“ გამართეს. მათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. ამის საფუძვლად…

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]