weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზღვამ 57 დელფინი გამორიყა

12:13 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს განმუხური-სარფის მონაკვეთზე, 2017 წელს, დელფინების ნაპირზე გამორიყვის 57 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზღვის ძუძუმწოვრების დახოცვის მიზეზი შესაძლოა დელფინთა მორბილვირუსული ინფექცია იყოს.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

ვირუსული ინფექცია შავ ზღვაში პერიოდულად აქტიურდება. მაგალითად, 2016 წლის მარტში შავი ზღვის სანაპიროზე მკვდარი დელფინების გამორიყვის 19 შემთხვევა გამოვლინდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში დარეკონ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]