weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა

16:07 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

თელავის რაიონის სოფელ ლალისყურთან ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, შვლის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა.

შველი რამდენიმე დღის წინ, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იპოვეს. მას სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა, რომელიც სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. 

ცხოველი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო.

გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]