weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას დათანხმდა. 5 მარტს პუტინი დარწმუნებული იყო, რომ ეს საჭირო არ გახდებოდა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებაზე ორდერების გამოცემა მოითხოვა.

ძალადობრივი და პრორუსული ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას ოფისი მაღალმთიანი აჭარის კიდევ ერთ რაიონში – შუახევში აღარ მიაქირავეს. მანამდე, „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი მის გახსნამდე დაატოვებინეს ხულოში.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილმა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ე.წ. ბრძანებას ხელი ლეონიდ პესეჩნიკმა მოაწერა.

რუსეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის, ხოლო მესამე ქვეყნებში შაქრის ექსპორტი 2022 წლის 31 აგვისტომდე აკრძალა.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველო უკრაინას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება. მან ჟურნალისტებს სთხოვა, დაესახელებინათ კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც ასე იქცევა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა – ეს ინფორმაცია დღეს უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ქალაქ მარიუპოლში გუშინ დაბომბილი სამშობიარო სახლის შესახებ განაცხადა, რომ იქ ულტრარადიკალური ბატალიონის ბაზა იყო. ლავროვმა დასავლური მედიასაშუალებები არაობიქტურ გაშუქებაში დაადანაშაულა. 

თურქეთში, ანტალიაში უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, სამმხრივ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 24-სათიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას აპირებს. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]