weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ირმა ბუთხუზის იქმით, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი მისი მეუღლე, ზაზა გახელაძე უარს ამბობს, რომ მისი გათავისუფლება საოკუპაციო რეჟიმისთვის ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის დათმობით მოხდეს.

„ქვეყანაში ეპიდემიის დამთავრების ერთადერთი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად, საშუალოდ 1000 აცრა კეთდება, 5 აპრილის დილისთვის კი სულ აცრილია…

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მძღოლი - ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ავტომობილში მყოფი ბავშვები კი მძიმედ დაშავდნენ.

ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა შესაძლოა 15 აპრილის შემდეგ დაიწყოს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია 21 დღის ინტერვალით ორი დოზის გაკეთებას ითვალისწინებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და მთავრობის გეგმის შესახებ დღესასწაულამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში სანადირო თოფიდან გასროლით ძმები – 37 და 36 წლის მამაკაცები მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მათი ნათესავია დაკავებული.

12 ადამიანი, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, პოლიციამ სოფელ გუმათში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 2000 - 2000 ლარით დააჯარიმა. ისინი გუმათში, მანქანებში ღამის გასათავად მას შემდეგ დარჩნენ, რაც…

არასამთავრობო ორგანიზაციები - სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მწვანე ალტერნატივა რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ადამიანის…

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა იგეგმება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]