weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილი გახდა, კორონავირუსით ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ნოემბერის თვეში საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მოუწოდებს მთავრობას, არ მიიღოს Covid-19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ“, – აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი,…

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ დღეს, კიდევ ერთხელ, კატეგორიულად უარყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის დაშლის დროს ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტი. როგორც კახა საბანაძემ თქვა, შსს-ს ერთ-ერთი დანაყოფის პირადი…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, პოლიციამ 8 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 19 პირი დააკავა.

საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 2927 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2470 პაციენტი, ხოლო 24 – გარდაიცვალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]